როგორ დავჯავშნოთ www.itageorgia.ge საიტზე?

 

  1. პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ ჩვენ საიტზე, ამისთვის საკმარისია ბმულის ველში მიუთითოთ საიტის მისამართი www.itageorgia.ge.

 

 

  1. ამის შემდეგ ველებში უნდა შეიყვანოთ გაფრენის და ჩაფრენის ქალაქების სახელი ინგლისურად, საიტი ავტომატურად მოგიძებნით შესატყვის ქალაქს/აეროპორტს იმის მიუხედავად ბოლომდე ჩაწერეთ თუ არა ქალაქის/აეროპორტის სახელი, სადაც უნდა ამოარჩიოთ თქვენთვის სასურველი შედეგი.

 

 

  1. ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღები.
     

 

  1. მიუთითოთ მგზავრების რაოდენობა და ტიპი: უფროსი 12 წლიდან,  ბავშვი 2-დან 11 წლამდე, ჩვილი 0-დან 1 წლამდე.

 

  1. შეგიძლიათ მიუთითოთ დამატებითი ფილტრები:
    მხოლოდ პირდაპირი ფრენა, მგზავრობის კლასი, ასევე უნდა ჰქონდეს თუ არა ჩვილს ცალკე ადგილი დამატებითი ღირებულების ხარჯზე.

 

  1. ამის შემდეგ ვაწვებით ღილაკს მოძებნა.

 

 

  1. ძიების დასრულების შემდეგ გადავმისამართდებით შედეგების გვერდზე

 

  1. აუცილებლად დააკვირდით ფრენის დეტალებს:
    ფრენის დროები, გაფრენის და ჩაფრენის ქალაქი/აეროპორტი, რეისის ნომერი, ავიაკომპანია და ფრენის კლასი, ასევე ლოდინის დრო ტრანზიტის შემთხვევაში.

  1. ამის შემდეგ ვაწვებით ღილაკს „დაჯავშნა“.
     
  2. დაჯავშნის გვერდზე ვავსებთ კიდევ ერთხელ ვამოწმებთ ფრენის დეტალებს და დაშვებული ბარგის რაოდენობას.

ბარგი მოცემულია კილოგრამობით და ნაწრებით, კილოგრამობის შემთხვევაში წერია დაშვებული კილოგრამების რაოდენობა, ხოლო ნაჭრების შემთხვევაში წერია რამდენი ნაჭერი ანუ Piece(PC) არის დასვებული, 1PC ნიშნავს რომ დაშვებულია 1 ჩანთა მაქსიმუმ 20-დან 23 კილოგრამამდე.

  1. მგზავრების სახელი და გვარი უნდა იქნას შეყვანილი, როგორც პასპორტში ლათინურად, ასევე აუცილებელია დაბადების თარიღის და მყიდველის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება.
    დაგროვების ბარათის მითითება არ არის აუცილებელი.

  1. თუ გსურთ ინვოისი, შეგიძლიათ შეავსოთ საჭირო ინფორმაცია და ინვოისს ელ. ფოსტაზე მიიღებთ.

  1. სულ ბოლოს უთითებთ გადახდის მეთოდს:

    1. ნაღდი ანგარიშსწორება, რომლის შემთხვევაში საიტზე დაჯავშნილი ფასით ავიაბილეთს ყიდულობთ ჩვენს ოფისში.
    2. ბანკით გადარიცხვა, რომლის შემთხვევაშიც საიტზე დაჯავშნილი ფასით ავიაბილეთს ბანკიდან გადმორიცხვით იხდით.
    3. საკრედიტო/სადებითო ბარათის შემთხვევაში ხდება ავიაბილეთის პირდაპირ გამოსყიდვა და თქვენს ელ. ფოსტაზე გამოგზავნა.