ხშირად დასმული კითხვები

    

  • როგორ შეიძლება ავიაბილეთის დაჯავშნა?

ავიაბილეთების დაჯავშნა შეგიძლიათ საიტზე, ტელეფონის საშუალებით და ადგილზე მოსვლით ოფისში.

საიტზე ავიაბილეთის დაჯავშნის ინსტრუქცია იხილეთ აქ!

ტელ: 032 255 77 77

ელ. ფოსტა: TRIP@ITAGEORGIA.GE

მის: ძმები კაკაბაძეების ქ. 2 (კინოს სახლის შენობა),
        თბილისი ცენტრალის ოფისი,ვაგზლის მოედანი, მე-3 სართ.
        ქ.ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. 47


  • რა ღირს ავიაბილეთი?

ავიაბილეთის საფასური დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე (რომელიც ასრულებს ფრენას) და ფრენის მიმართულებაზე, ასევე გასამგზავრებელ პერიოდზე,შეძენის ვადებზე და იმაზე თუ რამდენად ადრე  ყიდულობთ ავიაბილეთს.


  • რა ღირს ავიაბილეთის დაჯავშნა?

ავიაბილეთის დაჯავშნა უფასოა.


  • რა არის საჭირო იმისთვის რომ ავიაბილეთი დავჯავშნოთ?

ავიაბილეთის დასაჯავშნად საკამრისია მგზავრის სახელი და გვარი ლათინურად, საზღვარგარეთის პასპორტის მიხედვით.


  • რა არის საჭირო ავიაბილეთის შესაძენად?

ავიაბილეთის შესაძენად  საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი, ზოგ მიმართულებებზე, როგორიცაა ამერიკა, კანადა, ავსტრალია, ბრაზილია და სხვა, დამატებით მოითხოვება ვიზის ინფორმაცია და მისამართი დანიშნულების პუნქტზე, სადაც გეგმავთ ცხოვრებას იქ ყოფნის განმავლობაში.


  • რა დამჭირდება იმისთვის რომ ვიმოგზაურო ევროკავშირის ზონაში, ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებში?

ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ ბიომეტრიული პასპორტი, ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი და ა.შ.)

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ აქ!


  • მსურს შევცვალო თარიღი ან დავიბრუნო ავიაბილეთის საფასური?

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თქვენს დახმარებას, შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე, ტელეფონის მეშვეობით ან/და მობრძანდეთ ჩვენს ოფისებში. ავიაბილეთის შეცვლა ან დაბრუნება ხდება ავიაკომპანიის წესების გათვალისწინებით, აუცილებელია საიტზე ავიაბილეთის შეძენამდე გაეცნოთ ტარიფის წესებს, რომლებიც განსხვავდება ავიაკომპანიისა და ა/ბ ღირებულების მიხედვით.

  • შედის თუ არა ჩასაბარებელი ბარგი ავიაბილეთის საფასურში?

ეს ინფორმაცია მოცემულია დაჯავშნის გვერდზე, სადაც შეგიძლია იხილოთ   შედის თუ არა ბარგი მოცემული ავია ბილეთი. ბარგი მითითებული კილოგრამობით ან ნაჭრებით (მაგ: 1PC). 1 ნაჭერი ბარგი გულისხმობს მხოლოდ ერთ ჩანთას, რომელის მაქსიმალური წონა 20-დან 23 კგ-მდეა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩანთის მოცულობას.


  • შემიძლია თუ არა სხვა ადამიანისთვის ავიაბილეთის დაჯავშნა?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანის ნაცვლად დაჯავშნოთ/ იყიდოთ ავიაბილეთი, აუცილებელია რომ მგზავრის მონაცემებში მიუთითოთ იმ პიროვნების სახელი და გვარი, რომელიც გამოიყენებს ავიაბილეთს, ასევე უნდა მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტაცია მგზავრის შესახებ, პასპორტის მონაცემები  და კონტაქტები..


  • შემიძლია თუ არა დავჯავშნო ავიაბილეთი საზღვარგარეთიდან ან საზღვარგარეთ მყოფი პიროვნებისათვის?

დიახ, ყველა ავიაბილეთი არის ელექტრონული, შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, მთავარია თან იქონიოთ  საზღვარგარეთის პასპორტი და ყოველთვის შეძლებთ ავიაბილეთის გამოყენებას.


  • შემიძლია თუ არა ჩემი და ბავშვის ან ჩვილის ავიაბილეთის დაჯავშნა?

დიახ, ჩვენ საიტზე შეგიძლიათ დაჯავშნოთ, როგორც ბავშვის (2 - 11 წლამდე) ასევე ჩვილის(0 - 1 წლამდე) ავიაბილეთები, თუმცა აუცილებელია მათი უფროსთან ერთად დაჯავშნა.


  • მსურს არასრულწლოვანი მგზავრის ავიაბილეთის შეძენა?

თუ მგზავრის ასაკი აღემატება 12 წელს, შეგიძლიათ ჯავშანი გააკეთოთ საიტზე, რის შემდეგაც უნდა დაგვიკავშირდებით. თუ მგზავრის ასაკი 12 წელზე ნაკლებია, გთხოვთ დაგვიაკვშირდეთ ჩვენ ტელ: 032 2 55 77 77, ან მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: TRIP@ITAGEORGIA.GE, ინფორმაცია ჩვენი ფილიალების შესახებ იხილეთ აქ!


  • მოქმედებს თუ არა ფასდაკლება ბავშვებზე და ჩვილებზე?

ყველა არსებული ფასდაკლება დამოკიდებულია პირდაპირ ავიაკომპანიაზე, როგორც წესი ყველა ავიაკომპანიას აქვს ფასდაკლებები ბავშვებზე 2 დან - 11 წლის ჩათვლით და ჩვილებზე 0 და 1 წლის, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.


  • ძებნისას მითითებული მყავს 1 ბავშვი და 1 უფროსი, თუმცა ბავშვის დაბადების თარიღს ვერ ვუთითებ?

ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბავშვი უკვე 11 წლისაა და ფრენის დღეს უკვე 12 წლის იქნება, ან თუ ჩვილი უკვე 1 წლისაა და გაფრენის დღეს 2 წლის იქნება, შესაბამისად 12 წლის ბავშვი უნდა მიუთითოთ, როგორც უფროსი, ხოლო 2 წლის მცირეწლოვანი, როგორც ბავშვი.


  • რა დროის განმავლობაში მივიღებ ელექტრონულ ავიაბილეთს ელ. ფოსტაზე?

ავიაბილეთს მიიღებთ  მაქს. 15 წუთის განმავლოვაში, თუმცა ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თავიდან გამოგიგზავნით ავიაბილეთს.


  • საელჩოში წარსადგენი ჯავშანი მჭირდება, როგორ მოვიქცე?

შეგიძლიათ ჩვენ საიტზე დაჯავშნოთ და შემდგომ გამოგიგზავნით თქვენს ჯავშანს ელ. ფოსტაზე, ან დაგვკავშირდით ტელ: 032 2 55 77 77 ან/და მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და ადგილზე მოგემსახურებით, ეს სრულიად უფასო სერვისია.


  • შემიძლია თუ არა დავჯავშნო ავიაბილეთი მრავალი დანიშნულების ადგილით?

დიახ, ჩვენ საიტზე შესვლისას აირჩიეთ შედგენილი მარშრუტი და მიუთითეთ შესაბამისი ქალაქები. ერთ ჯავშანში ასეთი 5 ფრენა შეგიძლიათ მიუთითოთ. (მაგ: თბილისი - სტამბოლი 05 სექტემბერი, ანკარა - თბილისი 25 სექტემბერი და ა.შ.)


დაგვიკავშირდითტელ: +995 32 2 55 77 77